ბუღალტრის სტაჟირება

დამწყებ ბუღალტრებს გთავაზობთ სტაჟირებას

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბუღალტრის კარიერული წარმატება დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე. ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი კარიერის განვითარებაზე შემდეგი გზებით:

დახმარებას პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რაც უზრუნველყოფს ცოდნის გაღრმავებას
შეგიქმნით მასტიმულირბელ, გამომცდელ გარემოს, რაც უზრუნველყოფს თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას

თქვენი შრომითი დამსახურება კომპანიის წინაშე დანახული იქნება. კომპანიაში მოქმედებს ანაზღაურების დახვეწილი სიტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი კადრების დატოვებას ამავე კომპანიის სამსახურში, თქვენი მატერიალური პირობების გაუმჯობესების გზით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ერთობლივად ჩვენი კომპანიის კონკურეტუნარიანობას.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენ პროფესიული ცოდნა გაიღრმაოთ ნამდვილ საქმეებში მონაწილეობის შედეგად მიღებული პრაქტიკული გამოცდილებით.

სტაჟირების გადასახადი შეადგენს - 300 ლარს, თვეში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ, შემდეგი დოკუმენტები:

უმაღლესი განათლების დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან
პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლი
CV
ცნობა ნასამართლეობის შესახებ (შსს მომსახურების სააგენტოდან)
ფერადი სურათი (3x4 და ელექტრონული ვერსია).

მიღება წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.