კერძო მუდმივმოქმედი არბიტრაჟი

არბიტრაჟი არის ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილია მხარეთა შეთანხმების საფუძველზე განიხილოს სამოქალაქო დავები, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს შორის.

არბიტრაჟში საქმის განსახილველად საჭიროა არსებობდეს საარბიტრაჟო შეთანხმება, დავის არბიტრაჟში განხილვის თაობაზე.

არბიტრაჟი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე დავის გადაწყვეტის მსოფლიოში დამკვიდრებულ და აღიარებულ სამართლებრივ ინსტიტუტს. არბიტრაჟი სწრაფად, ეფექტურად და მიუკერძოებლად განიხილავს საბანკო, კომერციულ, საფინანსო და სამოქალაქო დავებს. არბიტრაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა მხარეთათვის შესასრულებლად.

არბიტრაჟი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. არბიტრაჟი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტებისა და ფიზიკური პირების არჩევანი ხდება იმ უპირატესობების გამო, რაც არბიტრაჟს სასამართლოსთან მიმართებაში გააჩნია. კერძოდ, არბიტრაჟში სამოქალაქო საქმის განხილვას სასამართლოსთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ დავა განიხილება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, ასევე საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე სასამართლოში შესატანი ბაჟისა, რაც ფინანსურად მომგებიანია მოქალაქეებისთვის. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას (თუ მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი), რაც ხელს უწყობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ და დროულ აღსრულებას.

ჩვენთან დავის განმხილველ არბიტრებად ინიშნებიან მაღალკვალიფიციური და მიუკერძოებელი არბიტრები, რაც გამორიცხავს უკანონო გადაწყვეტილებების გამოტანას და ერთ-ერთი მხარის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას.

არბიტრაჟი საქმის განხილვის დროს, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონთან ერთად, იყენებს ყველა იმ ნორმატივებს, რითაც ჩვეულებრივ ხელმძღვანელობს საერთო სასამართლოები. ჩვენ ასევე, ვხელმძღვანელობთ სასამართლო პრაქტიკით და შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებთ მოსამართლეთათვის გაცემულ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელმაც შესაძლებელია, რომ ხელი შეუწყოს სადავო საკითხის სამართლიანად და კანონიერად გადაწყვეტას.

ჩვენი პრიორიტეტებია:

  • სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება;
  • დავის განხილვის ყველაზე მოქნილი და ეფექტური საშუალებების გამოყენება;
  • მცდელობა, მხარეთა შერიგებით დასრულდეს პროცესი;
  • სრული შეჯიბრებითობა დავის განხილვის დროს;
  • დავის მხარეთათვის თანაბარი პირობების შექმნა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემა, სრულყოფილად დაასაბუთონ და წარმოადგინონ საკუთარი მტკიცებულებები და სხვა არგუმენტები და სხვა.

გმადლობთ, რომ ნდობას უცხადებთ შპს PAEL Georgia-ს კერძო მუდმივმოქმედ არბიტრაჟს!