ადვოკატის სტაჟირება

დამწყებ იურისტებს გთავაზობთ სტაჟირებას

ჩვენ ვაცნობიერებთ სტაჟირებისა და პრაქტიკული უნარების მნიშვნელობას, მაღალკვალიფიციური კადრების ჩამოყალიბების პროცესში და ამ მიზნით გთავაზობთ:

ჩართულობას, რჩევებსა და დახმარებას, მხოლოდ ნამდვილი საქმისწარმოების სხვადასხვა ეტაპზე

დახმარებას პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, ცოდნის გაღრმავებაში

შეგიქმნით მასტიმულირბელ, გამომცდელ გარემოს, რაც უზრუნველყოფს თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენ პროფესიული ცოდნა გაიღრმაოთ ნამდვილ საქმეებში მონაწილეობის შედეგად მიღებული პრაქტიკული გამოცდილებით

თქვენი შრომითი დამსახურება კომპანიის წინაშე დანახული იქნება. კომპანიაში მოქმედებს ანაზღაურების დახვეწილი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი კადრების დატოვებას ამავე კომპანიის სამსახურში, თქვენი მატერიალური პირობების გაუმჯობესების გზით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ერთობლივად ჩვენი კომპანიის კონკურეტუნარიანობას.

ჩვენს კომპანიაში გექნებათ შესაძლებლობა,  პროფესიული ცოდნა გაიღრმაოთ, ნამდვილ საქმეებში მონაწილეობის შედეგად მიღებული, პრაქტიკული გამოცდილებით.

სტაჟიორის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 400 ლარს.
სტაჟირების ვადა 6 თვე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ, შემდეგი დოკუმენტები:

უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან
პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლი
CV 
ცნობა ნასამართლეობის შესახებ (შსს მომსახურების სააგენტოდან)
ფერადი სურათი (3x4 და ელექტრონული ვერსია)
მიღება წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.