ყველა სიახლე

აშშ-ის მოსამართლე სასამართლოში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების ეფექტურობაზე საუბრობს

სასამართლოში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება ლინგვისტურ ანალიზს გაამარტივებს და ორიგინალიზმის კონცეფციას ბევრად ეფექტურს გახდის - მიიჩნევს ჯონ ბუში, აშშ-ის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

ხელოვნური ინტელექტი (AI) შესაძლოა მნიშვნელოვნად დაეხმაროს სასამართლოს საქმეების გადაწყვეტაში, გააანალიზოს რა ფრაზებისა და სიტყვების მნიშვნელობა და კონტექსტი, რაც დროის მოცემულ მოცემულ მომენტში გამოიყენებოდა, - ამის შესახებ, აშშ-ის მოსამართლემ ჯონ ბუშმა ჩიკაგოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

თავის გამოსვლაში ბუშმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის სერვისები ჯერ არ არის სრულყოფილი და ეს მომავლის პერსპექტივაა. „ბევრი რამ, რის შესახებაც ვისაუბრე, შეიძლება არც მოხდეს, თუმცა ვგრძნობ, შევდივართ კაცობრიობის ისტორიის ახალ ეპოქაში,”- განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როცა სასამართლოში ადვოკატის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც ხელოვნური ინტელექტის მონაცემებს ეყრდნობოდა, შეიცავდა ყალბ ციტატებსა და გარკვეულ ხარვეზებს. ზოგიერთი ფედერალურმა მოსამართლემ იურისტებს მოსთხოვა მიუთითონ, გამოიყენეს თუ არა AI დოკუმენტაციის შედგენისას. ასეთმა მიდგომამ იურიდიულ წრეებში კრიტიკა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.